საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საჯარო დისკუსია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

19 მაისს, გაიმართა საჯარო დისკუსია საკონსტიტუციო სასამართლოს N1/8/926 გადაწყვეტილების შესახებ საქმეზე გიორგი ლოგუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

 

მომხსენებლები: ევა გოცირიძე - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე; გიორგი კვერენჩხილაძე - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე [განსხვავებული მოსაზრების ავტორი]; გიორგი თევდორაშვილი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე [განსხვავებული მოსაზრების ავტორი]; გიორგი ხაზალია - მოსამართლის უფროსი სამართლებრივი თანაშემწე; ჯეისონ დესანტო - USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ექსპერტი გამოხატვის თავისუფლების მიმართულებით, ნორსვესტერნის უნივერსიტეტის პროფესორი.

 

განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმა ადგენდა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას პორნოგრაფიული ნაწარმოების, ნაბეჭდი გამოცემის, გამოსახულების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონო დამზადების, გავრცელების ან რეკლამირების, აგრეთვე ასეთი საგნით ვაჭრობის ანდა მისი შენახვისათვის გაყიდვის ან გავრცელების მიზნით.

 

http://bitly.ws/IPWZ

თარიღი: 19/05/2023